12:31 

Lord-illidan
ერთხელ ერთი ფილოსოფიის პროფესორი უზარმაზარ,ხალხით სავსე აუდიტორიაში ატარებდა ლექციას.
ლექციის შუა პერიოდში, პროფესორმა , განტვირთვის მიზნით სტუდენტებს სახალისო ისტორია უამბო.
დარბაზი სიცილისაგან ზანზარებდა. რამოდენიმე წუთის შემდეგ პროფესორმა კვლავ იგივე ისტორია მოუთხრო სტუდენტებს.
ამჯერად მხოლოდ რამოდენიმე სტუდენტს გაეღიმა.
შემდეგ პროფესორმა ისევ რამოდენიმე წუთით შეასვენა სტუდენტები და ისევ ის სასაცილო ისტორია გაიმეორა.
აშკარად არავის ეცინებოდა და ყველა გაოცებული შესცქეროდა საყვარელ მასწავლებელს.
რატომ იქცევით ასე?
მორიდებით იკითხა ერთ ერთმა სტუდენტმა. თუ არ შეგიძლიათ;ერთ;ხუმრობაზე რამოდენიმეჯერ გაიცინოთ, მაშინ რატომ არის ,რომ მუდამ ერთსადაიმავე რამეს მისტირით
ცხოვრებაში? იკითხა პროფესორმა

URL
   

Дневник Lord-illidan

главная